Thursday, August 18, 2011

ს ა ს წ ა ვ ლ ო პ რ ო ე ქ ტ ი


1.პროექტის სახელწოდებაა:"ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური პრობლემები".
2. პროექტის მთავარი იდეაა: ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა  და ჩვენი წვლილის შეტანა ქალაქის დასუფთავება გამწვანებაში.
3. კლასში გავაკეთე მოსწავლეთა 2 ჯგუფი.  ჟურნალში სიის მიხედვით  დავყე ლუწრიცხვიანად და კენტრიცხვიანად. შეირჩა ლიდერები. მათ დაეკისრათ პროექტის წარმატებით ჩატარება. თითოეულ ჯგუფმა უნდა მოიფიქროს  თუ როგორ შეიძლება ქალაქის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრა. ამისათვის მათ   უნდა გააკეთონ შემდეგი
 ა) მოეძიათ ინფორმაცია ქალაქის პრობლემური ადგილების შესახებ
ბ) გადაეღოთ სურათები
გ) შეერჩიათ ადგილი, სადაც შეიძლება სკვერის გაკეთება.
4. პროექტი ძალზედ აქტუალურია, რადგან ერთ დროს აყვავებულ ვალეს დღეს დანგრეული შენობები აუშნოებენ, ამასთან ერთად  ახალგაზრდებს არსად არა აქვთ თავშეყრის ადგილი.
5. პროექტის მიზანია: მივიქციოთ  ქალაქის მუნიციპალიტეტის ყურადღება,რათა ქალაქი გათავისუფლდეს  დანგრეული შენობებისგან, რომელიც  იქცა  სიბინძურის კერად, გაკეთდეს სკვერი, დაირგას მწვანე ნარგავები,დაიდგას სკამები დაირგას ყვავილები,დაიდგას ნაგვის ურნები, მოხდეს განათება  და ა.შ.
6.პროექტის შესრულების ვადა  –1 კვირა.
7.ჯგუფის წევრებმამოიძიეს ინფორმაციები, გადაუღეს სურათებიდანგრეულ  დაბინძურებულ ადგილებს , შეარჩიეს ადგილი სკვერის გაშენებისთვის.
8 .ჯგუფებმა მოამზადეს პროექტი, გააკეთეს პრეზენტაცია
 9. მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს ამ პროექტში მათი გაწეული მუშაობის მიხედვით.

10.      *  ამ პროექტით მოსწავლე აცნობიერებს და გამოკვეთს შესასრულებელი სამუშაოს
              მთავარ ამოცანას.
          *ეძებს და ასახელებს სამუშაოს შესრულების ალტერნატიულ  გზებს
           *თავს უყრის საჭირო რესურსებს და ახდენს ცოდნის მობილიზებას
       * მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ
        * მოსწავლე  დამოუკიდელად მართავს სასჩავლო საქმიანობას
        *მოსწავლე თანამშრომლობს კლასელებთან და მასწავლებელთან
       * თანამშრომლობს გუნდის წევრებთან, მსჯელობს გუნდელებთან როგორ გადაჭრან          პრობლემა, როგორ გადაანაწილონ ფუნქციები შეაქვს თავის წვლილი საერთო საქმეში.

No comments:

Post a Comment